დღის ამბები ცნობილი ადამიანები

თურქულ სერიალში, რომელიც “დიდებული საუკუნის” გაგრძელებაა, ერთ-ერთ მთავარ როლს ლელა წურწუმია შეასრულებს

ერთ-ერთი თურქული ტელეარხი სერიალს ოსმალეთის იმპერიის ისტორიულ მოვლენებზე იღებს, რომლის დროსაც მნიშვნელოვან როლს ქართველი ქალი სულთნებიც ასრულებდნენ. „დიდებული საუკუნე – დაუმორჩილებელ სულთნებში” ქართველი მომღერალი ლევან მეორე დადიანის ქალიშვილის – რაჰიმენ პრესტუ დადიანს როლს განასახიერებს.

ერიალის ქასთინგ მენეჯერის, მაია გოგენის განცხადებით, საქართველოს დივა, მომღერალი ლელა წურწუმია ტელესერიალ „დიდებული საუკუნე – დაუმორჩილებელ სულთნებში“ მეორე სეზონიდან გამოჩნდება და ბოლომდე გასტანს. ლელა წურწუმია რაჰიმენ პრესტუ დადიანის როლს განასახიერებს, რომელიც სამეგრელოს მამამთავრის, ლევან მეორე დადიანის ქალიშვილი გახლდათ.  სასახლეში, რაჰიმენის პერსონაჟი სერიალში დიდ ცეცხლს დაანთებს. მისი გამოჩენისას, სასახლის წესები სრულიად შეიცვლება, რადგან ის ისტორიულად პირველი პირია, რომელმაც ქალების როლი ოსმალეთის იმპერიაში განამტკიცა.

სერიალის ოფიციალური პრომოს გადაღება აგვისტოსთვის მოხდება, ტრანსლაცია კი თურქულ არხზე სექტემბრიდან დაიწყება. ამ დროისათვის, მსახიობების სრული სიის დასახელება ვერ ხერხდება, თუმცა, ცნობილია ოთხი ქართველის ვინაობა, ვინც ამ სერიალში მონაწილეობას მიიღებენ. ესენი არიან: მომღერალი ლელა წურწუმია და მოცეკვავეები – თათა ჯაში, ნანუკა სტამბოლიშვილი და ნინო ლეჟავა.

presa.ge

 

კომენტარები

რუსკა ტალიაშვილი

კომენტარის დამატება