დღის ამბები მედიცინა საზოგადოება სამართალი

თელავის საბავშვო ბაღში მოწამლულები ამ დრომდე სტაციონარში რჩებიან

ერთი დღის წინ 23 აღსაზრდელი სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღიდან ინტოქსიკაციით თელავის რეფერალურ და ბავშვთა საავადმყოფოებში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა მოათავსეს.

ექიმების თქმით, ამ ეტაპზე ყველა ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დეინტოქსიკაციისთვის შესაბამისი მკურნალობა ისევ უტარდებათ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საბავშვო ბაღში საკვები პროდუქტების სინჯები გუშინვე ლაბორატორიაში გამოსაკვლევად უკვე აიღეს. ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენამდე კი სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღი დროებით დაიკეტა.

მომხდარზე გამოძიება 124 -ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები