დღის ამბები ცნობილი ადამიანები

,,თამარს კოლოსალური ენერგიები იცავს და სწორედ ამ კოსმიურ ენერგიებს მიჰყავს იმ გზით, რომლითაც ის მოძრაობს”- ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

მას შემდეგ რაც ლელა კაკულიას ქალიშვილი- თამარ პატარაია პოლიტიკაში ცდილობს ფეხის მოკიდებას, ბევრი მითქმა-მოთქმა გაჩნდა ამ თემასთან დაკავშირებით. ლელა კაკულიამ კი გადაწყვიტა ყველას ვისაც გარკვეული კითხვები აქვს ამ თემასთან მიმართებით, გარკვეული პასუხი გასცეს. თავის პასუხში კაკულიამ განაცხადა, რომ იგი თავისი შვილის პოლიტიკურ საქმიანობაში არცერთი პროცენტით არ ერევა. მისი თქმით, იგი აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში, ხოლო პენსიონერი პოლიტიკოსები აუცილებლად წავლენ თამარს მოსვლამდეც კი. კაკულიას ამასთანავე მიაჩნია, რომ მისი ქალიშვილი ისეთი ფენომენია, რომ იგი სულ მალე მთელს მსოფლიოს გააკვირვებს თავისი ბუნებისგან მინიჭებული დიდი ძალებითა და წინასწარმეტყველების განსაკუთრებული უნარით. თამარმა მისი მისია ივის და მოტივირებულია, რომ თავისი მისია სათანადოდ გააკეთოს:

,,ჩემი თამარი პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩნდა. ეს მისთვის ჯერ მოთელვაა. მე არაფერში ვერევი.
მე ვიცი, რაც მოხდება. ვხედავ, ყველა ნაბიჯი, რომელსაც თამარი გადადგამს, გამართლებული იქნება. ის ჯერ პატარაა, ჯერ კიდევ სწავლობს, ჯერ კიდევ აგროვებს ცოდნას, მერე კი ძლიერ ნაბიჯებს გადადგამს და ხელისუფლებაშიც მოვა. აი, პენსიონერი პოლიტიკოსები კი მთლიანად გადაირეცხებიან არენიდან.

თამარი ამისთვის დაიბადა და ასეთი დაიბადა. ეს მისია აკისრია და კიდეც განახორციელებს მას.
თამარის წინააღმდეგ წამოწყებული ყველა შეტევა კრახით დასრულდება. ვერავინ ვერაფერს ვერ გახდება! მას კოლოსალური ენერგიები იცავს და სწორედ ამ კოსმიურ ენერგიებს მიჰყავს იმ გზით, რომლითაც ის მოძრაობს.

ასე რომ, ვინც რა უნდა თქვას, თამარ პატარაიას ვერასდროს ვერაფერს ვერ დაუშავებს. ის გააკეთებს იმას, რისთვისაც დაიბადა და რაც მე მისი დაბადებისთანავე ვიწინასწარმეტყველე. ვიწყებ თაკოს დაფიქსირებას. არ მინდოდა, მაგრამ არ შეიძლება. იგი ისეთი ფენომენია, მთელ მსოფლიოს გააკვირვებს!”.

sarkenews.ge

 

კომენტარები

ნანა ბეგიაშვილი

კომენტარის დამატება