ცნობილი ადამიანები

ვისთან ერთად დასეირნობს თბილისის ქუჩებში კესარია?

კესარია აბრამიძე პირველი ტრანსგენდერია, რომელმაც განაცხადა თავისი ორიენტაციის შესახებ და საზოგადოებაში თამამად წარმოჩინდა. იგი ხშირად საუბრობს ხოლმე მისი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ მამაკაცთან , რომელსაც ,,ჩემი ბიჭი” – ასე უწოდებს, თუმცა მის ვინაობას კატეგორიულად არ ამხელს. კესარია სტუმრობდა გადაცემას ,,სიცრუის დეტექტორი” , სადაც წამყვანის მცდელობის მიუხედავად, მისი შეყვარებულის ინდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.  სავარაუდოდ იგი ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს ზედმეტი კითხვებისგან თავის აცილების მიზნით.

თუმცა კესარიას ინსტაგრამზე მაინც მოიძებნება რამდენიმე ფოტოსურათი, სადაც ის თავის შეყვარებულთან ერთადაა. საზოგადოებას ამ ფოტოების ნახვის შემდეგ უფრო მეტი კითხვა და უფრო მეტი დაინტერესება უჩნდება. თანაც იმის ფონზეც, რომ კესარიას თქმით, მისი მამაკაცი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი  პიროვნებაა.

კომენტარები