განათლება დღის ამბები

,,ვეფხისტყაოსნის” მიხედვით დახატული კომიქსები

მხატვარმა დათო მაჭავარიანმა გადაწყვიტა, რომ ,,ვეფხისტყაოსანი” კომიქსად გადაექცია, რის შესახებაც მან ტელეკომპანია იმედი ჟურნალისტებთან ისაუბრა და ამასთანავე განაცხადა რომ ყველაფერი ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაიწყო. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული შემთხვევა ქართული კომიქსების ისტორიაში მნიშვნელოვან ნიმუშად ჩაიწერება.

გუნდი, რომელიც დროთა განმავლობაში დათო მაჭავარიანმა შემოიკრიბა და “ვეფხისტყაოსნის” რთულ  და მრავალფეროვან  სიუჟეტში ამოგზაურა. “ვეფხისტყაოსნის” კომიქსად გაცოცხლების ეტაპები რთული აღმოჩნდა. ჯერ ფანქრით დახატეს. შემდეგ დატუშეს და დეტალები ააწყვეს.

ის, რაც სამი წელი მხატვრის გონებაში იხარშებოდა, წარმოსახვაში იხატებოდა და ხელით იქმნებოდა – დინამიკურ, ემოციურ, ეპიკური სცენებით და განსაკუთრებული პერსონაჟებით სავსე გრაფიკულ რომანად იქცა. ყველა მომდევნო გვერდი სიახლის მოლოდინია, ყველაფერი მოძრაობაში ხდება, არაფერი მეორდება  და რაც მთავარია ამბავი განგრძობითია:

შავ-თეთრი ნახატებით მოყოლილი რომანი 224 გვერდზე გაიშალა. გამომცემელი ზრუნავს, რომ მკითხველმა “ვეფხისტყაოსანი” ამჯერად კი არ წაიკითხოს, არამედ დაათვალიეროს. ახლა ავტორი ბოლო დეტალებს ასწორებს, მკითხველს კი მაისში დიდი სანახაობა ელის .

imedinews.ge

 

კომენტარები

ნანა ბეგიაშვილი

კომენტარის დამატება