დღის ამბები სამართალი

ე.წ. სახალხო მკურნალი, რომელმაც მშობლებს შვილის მკურნალობისთვის მოტყუებით 27 800 ლარი გადაახდევინა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და­ად­გი­ნა ე.წ. სა­ხალ­ხო მკურ­ნა­ლის ლ.ნ.-ს მი­მართ, რო­მელ­საც ბრა­ლად ედე­ბო­და თაღ­ლი­თო­ბა, ესე იგი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, სხვი­სი ნივ­თის და­უფ­ლე­ბა მო­ტყუ­ე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ქალიშვილის კლინიკაში მუშაობდა ბრალდებული, რომელსაც არ გააჩნია სმედიცინო ლიცენზია და ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლით და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტის მშობ­ლებს დაჰ­პირ­და, რომ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტა­რებ­და სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რებს და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებ­და მის მდგო­მა­რე­ო­ბას. კლი­ნი­კა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი დღის­თვის კი პა­ცი­ენ­ტის მშობ­ლებს უნდა გა­და­ე­ხა­დათ 420 ლარი.
2010 წელს ბრალდებულმა მიიღო ერთ-ერთი დამბლით დაავადებული პაციენტი და იმისმიუხედავად იცოდა ვერ განკურნავდა, მის მშობლებს გა­და­ახ­დე­ვი­ნა 27 800 ლარი.

სას­ჯე­ლის გან­სა­ზღვრი­სას სა­სა­მარ­თლომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ბრალ­დე­ბუ­ლის ასა­კი, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­იჩ­ნია თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის გა­მო­ყე­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბრალ­დე­ბულს სას­ჯე­ლის სა­ხედ და­ე­კის­რა ჯა­რი­მა – 10 000 ლარი.

www.ambebi.ge

კომენტარები

რუსკა ტალიაშვილი

კომენტარის დამატება