მედიცინა მეცნიერება

ექიმი, რომელიც ,,სულ შემთხვევით” 48 პაციენტის მამა აღმოჩნდა

გამოცემა ,,ატლანტიკის ექიმ-გინეკოლოგი დონალდ კლაინი სასამართლოს განაჩენით, მისი 48 პაციენტის მამააღმოჩნდა. მას როგორც ირკვევა სასჯელის სახით ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.

როგორც საგამოძიებო მოქმედებებით ირკვევა, 1970-იანი წლების დასაწყისიდან დონალდ კლაინი პაციენტების განაყოფიერებისთვის საკუთარ სპერმას იყენებდა. ექიმი ქალებს ატყუებდა და ეუბნებოდა, რომ სპერმას საავადმყოფოს თანამშრომლები აბარებდნენ. სპერმობანკის არარსებობის პირობებში კლაინი ქალებს არწმუნებდა, რომ ერთი ადამიანის სპერმის გამოყენება მხოლოდ სამჯერ შეეძლო. სკანდალური გინეკოლოგის კაბინეტის კედელი მისი შვილების ფოტოებით იყო სავსე.

გინეკოლოგის  საიდუმლოს ფარდა ცოტა მოგვიანებით აეხადა.  ერთ-ერთი პირველი, ვინც გინეკოლოგის საიდუმლოს ფარდა ახადა, ჯეიკობ ბალარდი იყო. ამერიკელმა ქალმა ერთ-ერთ ფორუმზე ვიზუალურად მსგავსი ადამიანი აღმოაჩინა მათი ნათესაური კავშირი კი დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა. გენეოლოგიური საიტის დახმარებით, გოგოებმა დებს და ძმებსაც მიაგნეს. 2017 წლისთვის კლაინის შვილების რაოდენობა, რომლებმაც დნმ-ის ანალიზი გაიკეთეს, 48-მდე ავიდა.

sarkenews.ge

კომენტარები