დღის ამბები საზოგადოება ფინანსები

დატბორილი სახლები, ნაკვეთები, ვენახები – სტიქია კახეთში

გადაუდებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 5 სოფელი დატბორა.

დაზიანებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები, ბოსტნეულის ბაღები, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, გათიშულია ელექტროენერგია, შეწყვეტილია სასმელი წყალი.
მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის ჯონ­დო მდივ­ნიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცით, უხვმა ნა­ლექ­მა პრობ­ლე­მე­ბი თით­ქმის ყვე­ლა სო­ფელ­ში შექ­მნა. მისი თქმით, სა­ნი­აღ­ვრე არ­ხებ­ნა წყა­ლი ვერ გა­ა­ტა­რა, რა­მაც დატ­ბორ­ვა გა­მო­იწ­ვია.

სტიქიამ ყველაზე მეტად ვარდისუბნის და აფენის თემის მოსახლეობა დააზარალა.

„სახლში შემომივარდა წყალი და თუკი რამე მაქვს გაკეთებული დატბორა. ახლა მაშველები მოვიდნენ. გუშინ და გუშინწინ მარტო მე გამოვიტანე,“-განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ლამარა ჭულუხაძემ.

უხვმა ნა­ლექ­მა პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა ასე­ვე ახ­მე­ტა­შიც. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის თქმით, ადი­დე­ბულმმა მდი­ნა­რე ალა­ზან­მა კა­ლა­პო­ტი გარ­ღვია და ახ­ლომ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბი დატ­ბო­რა. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­სოფ­ლო სა­მე­რუ­ე­ნო სა­ვარ­გუ­ლე­ბი.

“გა­და­უ­ღე­ბე­ლი წვი­მის შე­დე­გად მდი­ნა­რე ალა­ზა­ნი ადიდ­და. სო­ფელ ქვე­მო და ზემო ალ­ვან­ში ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რემ სა­ვარ­გუ­ლე­ბი და­ტობ­რა. მთე­ლი ღა­მის გან­ვა­ლო­ბა­ში ად­გილ­ზე მუ­შა­ობ­და ტექ­ნი­კა, ამ დრომ­დე გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა. ასე­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, თი­ა­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­კე­ტი­ლია გზა” – გა­ნა­ცხა­და ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა იო­სებ ქა­რუ­მაშ­ვილ­მა.


ambebi.ge

კომენტარები

რუსკა ტალიაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული