დღის ამბები საზოგადოება

„დაიწყო „რუსთავი 2“-ზე შეტევის ახალი ფაზა და ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი“

მორიგი თავდასხმა “რუსთავი 2”-ზე – ოპოზიციაში ტელეკომპანიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის მთავარ მიზნად სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და კრიტიკული მედიის გაჩუმებას მიიჩნევენ.

ისინი კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ამ ყველაფერის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. პოლიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სასამართლო პროცესი საქართველოში მმართველი გუნდის სასარგებლოდ დასრულდება.

„ერთხელ სტრასბურგმა უთხრა ივანიშვილს ხელები შორს “რუსთავი2”-ისგან ხელები შორს დამოუკიდებელი მედიისგან და ახლა კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება ივანიშვილის მცდელობა, რომ ქვეყნის დამოუკიდებელი არხი ჩაიგდოს ხელში, ეს არის გამორიცხული,“-აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თინა ბოკუჩავა.

რუსთავი 2 ის გენერალური დირექტორი , ნიკა გვარამია საგანგებო პრესკონფერენციაზე აცხადებს :  „დაიწყო „რუსთავი 2“-ზე შეტევის ახალი ფაზა და ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი“

„დაიწყო „რუსთავი 2“-ზე შეტევის ახალი ფაზა და ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი“

, – აღნიშნა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა. ამ დღეს მან განაცხადა, რომ ტელევიზიის წილის 9%-ის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ, როგორც „რუსთავი 2“-ის არასწორი მენეჯმენტით დაზარალებულმა კომპანიის გენერალური დირექტორისგან და სხვა მეწილეებისგან 26 მილიონი ლარის კომპენსაცია მოითხოვა.

Related image

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ დავის მიზანი „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და მისი დირექტორის უფლებამოსილების შეჩერებაა. იგი ამბობს, რომ ნინო ნიჟარაძისა და მისი სარჩელის უკან დგას ხელისუფლება, რომელმაც „რუსთავი 2“-ისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ “ახალი ომი” დაიწყო.

ნიკა გვარამიას ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება მმართველი ელიტა და ცალსახად იზიარებენ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის წარმომადგენლები.

მათ „რუსთავი 2“-ის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მნიშვნელობაზე არაერთი განცხადება გააკეთეს, არასამთავრობოებმა გამოაქვეყნეს პლურალისტული მედია გარემოს მხარდამჭერი ერთობლივი წერილიც.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

რუსკა ტალიაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული