დღის ამბები სამართალი

გორის მუნიციპალიტეტში მამამ 14 წლის შვილზე სექსუალურად იძალადა

მამამ 14 წლის შვილზე სექსუალურად იძალადა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში მოხდა.

ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს 14 წლის გოგონას მეგობარმა აცნობა. რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, მეგობარი მეჯვრისხევის პოლიციის განყოფილებაში მივიდა და დახმარება ითხოვა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 141-ე მუხლით აღიძრა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

აღნიშნულის შესახებ საქმის კურსშია დედაც, რომელიც რადიო „მოზაიკას“ ინფორმაციით, ამბობს, რომ მის მეუღლეს ფსიქიკური პრობლემების აქვს. ამის შესამოწმებლად 40 წლამდე მამაკაცს ექპერტიზა დაუნიშნეს.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში საქმის მოკვლევა გრძელდება, მამაკაცი ამ დრომდე დაკავებული არ არის. პოლიციასთან ერთად, საქმეში ჩართულია სოციალური მომსახურების სააგენტოც, რომლის ერთ-ერთი მიზანი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე ზრუნვაა.

newposts.ge

კომენტარები

რუსკა ტალიაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული