მსოფლიო ფინანსები ცნობილი ადამიანები

გზა სიღრიბიდან ბიზნესმენობამდე, მილიარდელი მაიკ მლომბვა-ს ისტორია

მაიკ მლომბვა მალავიური  ბიზნესის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული ფიგურაა  და ქვეყნის ადგილობრივ ვალუტაში მილიარდერია. იგი ფლობს ავტომობილების გაქირავების, სასტუმროებისა და სხვადასხვა დაწესებულებების ბიზნესებს.


მაიკის ისტორია სიღარიბეში დაიწყო. იგი გაიზარდა სამხრეთის რაიონში საზღვრის პირა სოფელ მვანზაში. ცხოვრება უხდებოდა ოჯახებთან ერთად, რომელბიც სხვადასხვა სამსახურის გაწევის სანაცვლოდ უზრუნველყოფდნენ მის განათლებას.

“დედაჩემი ძალიან ღარიბი იყო, ამიტომ მე ვიზრდებოდი სხვადასხვა ადამიანებთან ერთად, ვინც იხდიდნენ ჩემი სწავლის ფულს, მე კი სანაცვლოდ სკოლიდან ადრე ვბრუნდებოდი, რატ მიმეხედ მათი ბაღებისთვის, ან შემეკეთებინა დაზიანებული ნივთები” იხსენებს მაიკი.
თუმცა დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ  მან ვერავინ იპოვა თავის მხარეში ვინც უმაღლეს სასწავლებელს დაუფინანსებდა, ამიტომ 60 კილომეტრს გადიოდა ფეხით დედაქალაქამდე, იქ მან ნახევარ განაკვეთიან სამსახური იპოვა ერთ-ერთ ოჯახში მუშაობდა და ასე შეძლო სწავლის დაფინანსება. პირველად მან შეაგროვა ფული და იყიდა მეორადი მანქანა, რათა მგზავრობა შესძლებოდა თავისუფლად სხვადასხვა ქალაქებში სადაც დაუხლოვდა მოვაჭრეებს, შემდეგ მან შეიძინა მეორე , შემდეგ კი მესამე მანქანაც.
მას პირველად მოუვიდა იდეა, გაეხსნა კომპანია სადაც გააქირავებდა მანქანებს. ამ იდეამ კი ნამდვილად გაამართლა. შემდეგ ბინების გაქირავებაც წამოიწყო და ნელნელა გახდა ძალიან წარმატებული ბიზნესმენი, იგი ამბობს რომ მოხარული იქნება თუ სხვა ღარიბი ადამიანებისთვის შთაგონების წყარო გახდება, რადგან სამყაროში ისეთი არაფერია რასაც ვერ შევძლებთ, თუკი მოვინდომებთ.

Image result for Malawi’s Mike

მაიკი მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ქველმოქმედებაში და ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს, როგორიც ოდესღაც თვითონაც იყო.

წყარო: howwemadeitinafrica.com