დღის ამბები მოგზაურობა

გერმანიიდან საქართველოს 78 მოქალაქე გამოაძევეს

გერმანიიდან საქართველოს 78 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. გამოძევებულთა შორის ძირითადად ისეთი ოჯახები არიან, რომელთაც ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო რეჟიმის პირობები ჰქონდათ დარღვეული. ისინი სპეციალური რეისით დიუსელდორფიდან უკვე ჩამოვიდნენ. მათ მედიასთან გამოჩენა არ ისურვეს.

ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია პერიოდულად ხორციელდება.

imedinews.ge

კომენტარები