სპორტი

გენო პეტრიაშვილის ბრწყინავლე გამარჯვება! 10:1 სადეზადეხთან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 3 მედლით – 1 ოქროთი და 2 ვერცხლით დაამთავრა გამოსვლა ვლადიკავკაზში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში “ალანები”.

ტურნირის ჩემპიონი გახდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125), ხოლო ბექა ლომთაძე (61) და ავთანდილ კენჭაძე (74) ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

პეტრიაშვილმა ფინალში დიდი უპირატესობით – 10:1 დაამარცხა ირანელი ჯაბელ სადეზადეხი და ოსური ტურნირი ქართული ჰიმნით დაასრულა. თუმცა უნდა ითქვას, რომ მას ოსებმაც ჩინებული დახვედრა მოუწყვეს – “მრავალჟამიერის” ფონზე გამოიყვანეს საჭიდაოდ, ხოლო ახლო წარსულის ოსთა სახელოვანმა ვეტერანმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა ჰაჯიმურატ გაცალოვმა რეპორტაჟისას თბილად და რაც მთავარია, ობიექტურად ისაუბრა მასზე, როგორც ძლიერ ფალავანზე. სამაგიეროდ, მისმა თანაწამყვანმა ჩვეულებას არ უღალატა და ჩვენი რამდენიმე ცნობილი მოჭიდავე ოს ფალავნებად მოიხსენია!
Image result for geno petriashvilis gamarjveba

კომენტარები