დღის ამბები მოდა მსოფლიო

ბრაზილიელი მოდელი ჩვენების დროს გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მოხდა ბრაზილიაში, სან-პაულოს მოდი კვირეულზე – 26 წლის მოდელი  ტალეს სოარესი ჩვენების დროს გარდაიცვალა, პოდიუმზე გონება დაკარგა და წაიქცა. მოდელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარაჩენა ვერ შეძლეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მაყურებლებს შემთხვევა შოუს ნაწილი ეგონა.

ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში მოდელმა ჩვენებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა, სადაც თაყვანისმცემლებს შოუს შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
rustavi2.ge
კომენტარები

რუსკა ტალიაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული