დღის ამბები სამართალი

ბიჭმა გოგონას იმის გამო უკბინა ტუჩზე, რომ მან ბიჭს საბოლოო შანსი არ მისცა

როგორც ირკვევა, სამხრეთ კაროლინაში მცოხვრები კაილა და ბიჭი, რომელმაც მას ტუჩზე უკბინა, ნამდვილად შეყვარებულები იყვნენ. კბენის მიზეზად კი როგორც თავად კაილა ამბობს და საქმის გარემოებებიდანაც იკვეთება, იყო ის, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ბიჭი კი ემუქრებოდა , რომ ის მაინც მისი საკუთრება იყო და ასე გაგრძელდებოდა. ბიჭი იმ პერიოდისთვის აშშ-ს საზღვაო ფლოტში სასამსახუროდ წასვლას აპირებდა და მას სურდა , რომ კაილას მისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცა. ბიჭმა გოგონას კოცნა რომ დააპირა, კაილა გაუძალიანდა და შედეგად კოცნის ნაცვლად ბიჭმა მას ტუჩზე უკბინა. კაილამ მომხდარის შესახებ ფოტოები 1 წლის შემდეგ გაასაჯაროვა.

საბოლოოდ, ბიჭი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კაილას კი დღეს ახალი შეყვარებული ჰყავს.

imedinews.ge

კომენტარები

ნანა ბეგიაშვილი

კომენტარის დამატება