დღის ამბები სამართალი ფინანსები

“არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას…” – რას წერს მამუკა ხაზარაძე “ფეისბუქზე” ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემდეგ

ეროვ­ნუ­ლი ბან­კი თი­ბი­სი ბან­კის­გან სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რი­სა და თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის მიერ საბ­ჭოს წევ­რო­ბის და­ტო­ვე­ბას ითხოვს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­გუ­ლა­ტო­რის მო­თხოვ­ნა უკავ­შირ­დე­ბა 2007-2008 წელს შეს­რუ­ლე­ბულ კონ­კრე­ტულ ტრან­ზაქ­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ კლა­სი­ფი­ცირ­დე­ბა რო­გორც ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვა.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­მარ­ტა­ვენ, 2008 წლის აპ­რილ-მა­ის­ში, კომ­პა­ნი­ებ­მა შპს „სამ­გო­რი M-მა“ და „სამ­გო­რი თრე­იდ­მა“ „თი­ბი­სი ბან­კის­გან“ საბ­რუ­ნა­ვი სახ­სრე­ბის შევ­სე­ბის მიზ­ნობ­რი­ო­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 17 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით სეს­ხი აი­ღეს, რაც იმა­ვე დღეს სეს­ხის სა­ხით გა­ცე­მუ­ლი იქნა ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე – ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე­სა და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე­ზე. რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­მარ­ტა­ვენ, მთელ ამ პე­რი­ოდ­ში სა­გუ­ლის­ხმოა ის ფაქ­ტი, რომ არც „სამ­გო­რი M-სა“ და არც „სამ­გო­რი თრე­ი­დის“ მიერ სეს­ხის სა­ხით აღე­ბუ­ლი თან­ხის გა­ღე­ბა არ მომ­ხდა­რა, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით მათი ჩა­ნაც­ვლე­ბა მოხ­და ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ით და დღემ­დე ეს თან­ხა ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლი არ არის „თი­ბი­სი ბან­კის­თვის“.

Related image

„მე­გობ­რე­ბო, უკვე 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, თი­ბი­სის, ჩემი და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის დღე­ვან­დე­ლი ბრძა­ნე­ბით დაგ­ვირ­გვინ­და, სები ითხოვს ჩა­მოგ­ვა­შო­რონ იმ კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც 27 წლის წინ ერ­თად შევ­ქმე­ნით და დღეს უკვე წარ­მა­ტე­ბულ, სა­ერ­თა­შო­რი­სო, ლონ­დონ­ში ბა­ზი­რე­ბულ, მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად იქცა, თი­ბი­სე­ლე­ბის გუნ­დი 10,000-მდე ადა­მი­ანს ით­ვლის და სი­ა­მა­ყით და იმე­დით უყუ­რებს მო­მა­ვალს. დღეს თი­ბი­სი, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­ტო­ლია, ბიზ­ნეს სამ­ყა­რო­ში მსოფ­ლიო დო­ნი­სა და სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­აა, ინ­სტი­ტუ­ტი, რომ­ლი­თაც ყვე­ლა ქარ­თველს შე­უძ­ლია ია­მა­ყოს. მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ­მა იუ­რი­დი­ულ­მა კომ­პა­ნია DENTONS მა შე­ის­წავ­ლა 11 წლის წი­ნან­დე­ლი სა­კი­თხი, რა­ზეც ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა და და­ად­გი­ნა, რომ არა თუ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას, თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას ან რამე კრი­მი­ნა­ლურ ქმე­დე­ბას, არა­მედ ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქტსაც კი არ ჰქო­ნია ად­გი­ლი. ჩვენ არ დავ­თმობთ ჩვენს საქ­მეს, ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ჩვენს ღირ­სე­ბას. არ შე­ვე­გუ­ე­ბით უსა­მარ­თლო­ბას და ყვე­ლა ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით და­ვი­ცავთ „თი­ბი­სის“ და მისი აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის სა­მარ­თლებ­რივ უფ­ლე­ბას ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­ში. დიდ ეჭვს იწ­ვევს ისიც, რომ ასე­თი აჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით გა­მო­ტა­ნი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ჩვე­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლახ­ვე­ლი კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა ხდე­ბა სწო­რედ ახლა, რო­დე­საც ასე ახ­ლოს ვართ ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ექ­ტის – ანაკ­ლი­ის პორ­ტის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან. კვლა­ვაც იმე­დით ვუ­ყუ­რებ ჩვენს მო­მა­ვალს და მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა თქვენ­განს მხა­და­ჭე­რის­თვის!“, – ნათ­ქვა­მია ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ambebi.ge
კომენტარები

რუსკა ტალიაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული