საზოგადოება

,,არ აქვს მნიშვნელობა დედა ხარ, ბებია თუ უბრალოდ დიასახლისი. უნდა შევახსენოთ ჩვენ თავს რომ ლამაზები და მიმზიდველები ვართ.”

მოდელი ნუკი კოშკელიშვილი ოჯახურ ცხოვრებაზე ხშირად საუბრობს და იგი მოუწოდებს ქალებს, რომ ყოველთვის მოუარონ თავს და იყვნენ ფორმში, რათაა ბედნიერება იგრძნონ.
,,არ აქვს მნიშვნელობა დედა ხარ, ბებია თუ უბრალოდ დიასახლისი. უნდა შევახსენოთ ჩვენ თავს რომ ლამაზები და მიმზიდველები ვართ. მე მქონია პერიოდი როდესაც გათხოვების შემდეგ, სულ სახლურად,გაჩეჩილი, შეუღებავი გამიტარებია რამდენიმე დღე. და მერე შენს მეუღლეს კი არ ეცვლება შენზე წარმოდგენა, შენ თავად კარგავ იმ თავდაჯერებულობას რაც აქამდე გქონდა.

თანაცხოვრების პირველი დღიდან უნდა დააწესოთ დრო საკუთარი თავისთვის, უნდა დააყენოთ თქვენი თავი უპირველესყოვლისა.მეუღლემ უნდა იცოდეს რომ დღეს მისი ცოლი მთელი დღე თავის თავს უთმობს. ვიცი, ვიცი ასე არ ხდება. და იცით ეს არის ოჯახში განხეთქილებების მთავარი მიზეზი. ჩვენ მოვლილები ლამაზები ვთხოვდებით. მერე გადავყვებით (სიყვარულით) ჩვენს მეორე ნახევარ, მერე ბავშვები, ის ეს და ჩვენი თავი გვავიწყდება. და 5 წლის მერე რომ მოვუტრიალდეთ ქმარს და ვუთხრათ დღეს მე არ მცალია თავს ვუვლი მოდი ახლა შენ მიხედე ბავშვს და საჭმელს, უკვირთ და არ მოსწონთ.
გაგიკვირდება აბა რა, ხუთი წელი არაფერი გჭირდებოდა ახლა რატომ მოგინდა. არვიცი გადმოგეცით თუ არა აზრი სწორად.. იმის თქმა მინდა რომ ურთიერთობის პირველი დღიდან უნდა იყოთ ის ვინც ხართ და უნდა გიყვარდეთ თქვენი თავი პირველ რიგში და მერე უკვე ყველა დანარჩენი.
ქართველ ქალს სჩვევია სიყვარულით ოჯახზე გადაყოლა და თავის დავიწყება, სამწუხაროდ ამას არავინ აფასებს..მე იმას არ ვიძახი არ უნდა მიხედო ოჯახს, უბრალოდ ჩვენ თავსაც ნუ დავივიწყებთ, თორე დრო გავა უკან მოიხედებით და რა შეგრჩებათ? დალაგებული სახლი და ცხელი სადილი? არ ჯობია ბედნიერი განვლილი წლები? და ქალი ბედნიერია როცა ლამაზია და მოვლილია და დასვენებული და დაფასებული! ვიცი თქმა ადვილია, შესრულება თქვი. მაგრამ გვიანი არასდროს არის, ახლაც შეიძლება ყველაფრის შეცვლა. ვხოვრობთ მხოლოდ ერთხელ. . ეს ისე ჩემი ფიქრები გაგიზიარეთ. “- წერს ნუკი კოშკელიშვილი.

კომენტარები

რუსკა ტალიაშვილი

კომენტარის დამატება