დღის ამბები სამართალი

“არის ნაწამები,” – ირაკლი კვარაცხელია სენაკის საკათედრო ტაძრიდან ცოტა ხნის წინ გამოასვენეს

ირაკლი კვარაცხელია სენაკის საკათედრო ტაძრიდან ცოტა ხნის წინ გამოასვენეს.

13 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „უშიშროების სამსახურმა“ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ირაკლი კვარაცხელია „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ დააკავეს და შესაბამისი დოკუმენტების გასაფორმებლად გადაიყვანეს აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს შენობაში, სადაც კვარაცხელიამ თავი ჩამოიხრჩო, თუმცა რუსთავი ორის განცხადებით წინასწარი ექსპერტიზის მიხედვით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება, რაც მასზე ფიზიკური ძალადობის კვალზე მიუთითებს.

გარდაცვლილის ახლობლები და მისი გატაცების თვითმხილველები არ გამორიცხავენ,  რომ რუსმა სამხედროებმა ქართველი ახალგაზრდა წამებით მოკლეს.

„ნაწამები რომ არის ბავშვი ხომ ეტყობა. აბა გალში თავის მოსაკლავად ხომ არ წავიდოდა. ეს არის ნაწამები,“-აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

rustavi2.ge

კომენტარები

რუსკა ტალიაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული