განათლება მედიცინა

ამბობენ, რომ B ჰეპატიტი სიმპტომების გარეშე ვითარდება. როგორ დავიცვა მისგან თავი

პაციენტების უმრავლესობაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს გართულებები, მაგალითად ციროზი, ჰეპატოცელულური კარცინომა ან ღვიძლის უკმარისობა.

ენდემურ არეებში (აზია, აფრიკა) მცხოვრები ადამიანები, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები და პირები სარისკო სქესობრივი ქცევით იმყოფებიან დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.

მწვავე ინფექციის მკურნალობა თითქმის ყოველთვის მხოლოდ დამხმარე თერაპიას მოიცავს. მიუხედავად ამისა, მწვავე ინფექციის მქონე ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა ღვიძლის უკმარისობა განუვითარდეს; ამ პაციენტებს შესაძლოა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ცენტრში გადაყვანა დასჭირდეთ.

2019 წელს 50 წელი ხდება მას შემდეგ, რაც ვურუსული В ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს. იდეის ავტორები არიან ბარუხ ბლამბერგი და მისი კოლეგა, მიკრობიოლოგი ირვინგ მილმანი. თანამედროვე ვაქცინებს აბსოლუტურად სხვაგვარად ამზადებენ – აუცილებელი კომპონენტებია მოდიფიცირებული საფუარი ან ძუძუმწოვართა უჯრედების კულტურები.

ქრონიკული ინფექციის თერაპია ნუკლეოზიდის/ნუკლეოტიდის ანალოგებსა და პეგილირებულ ინტერფერონ ალფას მოიცავს.

 

როგორ გავიგო B ჰეპატიტი მაქვს თუ არა?

სისხლის ანალიზით. თუ ვირუსის ზედაპირული ანტიგენის (HBsAg) ანალიზის პასუხი დადებითი იქნება, ეს შეიძლება მიუთითებდეს მწვავე ან ქრონიკულ ინფექციაზე. ზოგიერთ ქვეყანაში უმალ აფასებენ HBcAb-საც (ეს იმის მაჩვენებლია, ჰქონდა ორგანიზმს რეაქცია B ჰეპატიტის ვირუსზე თუ არა). ზოგჯერ HBsAg-ის ანალიზზე პასუხი უარყოფითია, ხოლო HBcAb-ზე – დადებითი. ესეც შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ადამიანი B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულია.

თუ B ჰეპატიტი არ მაქვს, მაგრამ მომავალში როგორ დავიცვა მისგან თავი?

პირველ რიგში უნდა აიცრათ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თანამედროვე ვაქცინა ძალიან ეფექტიანი და უსაფრთხოა. ალასკაზე ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ აცრის შემდეგ დამცავი იმუნიტეტი შეიძლება 30 წელს და კიდევ უფრო მეტხანს შენარჩუნდეს.

საქართველოში B ჰეპატიტზე აცრა უფასოა და ის პროფილაქტიკური აცრების ნაციონალურ კალენდარში შედის.

ვაქცინაციის მნიშვნელოვანი „ბონუსია“ დაცვა D ჰეპატიტის ვირუსისაგან (HDV), რომელიც მხოლოდ B ჰეპატიტის არსებობის შემთხვევაში შეიძლება გამრავლდეს. კოინფექცია HDV-HBV – ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის ყველაზე მძიმე ფორმაა: ღვიძლის დაავადებებიდან ის ყველაზე სწრაფად იწვევს სიკვდილს და ჰეპატოცელულარულ კარცინომას.

B ჰეპატიტისგან თავის დასაცავად ასევე მნიშვნელოვანია პრეზერვატივის გამოყენება თუ თქვენ არ იცით პარტნიორს ეს ინფექცია აქვს თუ არა; სტომატოლოგიური კლინიკების ფრთხილად არჩევა. მნიშვნელოვანია, ექიმი ყველა პაციენტთან მუშაობდეს ახალი ხელთათმანით, ცვლიდეს ნემსებს და ამუშავებდეს ინსტრუმენტებს. თუ ექიმი ამას არ აკეთებს, ეს კარგის ნიშანი არ არის.

თუ თქვენ ინფიცირების რისკი გქონდათ, მაგრამ აცრილი არ ხართ, უნდა მიმართოთ ექიმს. ის გადაწყვეტს უნდა აიცრათ და უნდა გაიკეთოთ თუ არა იმუნოგლობულინი. თუ აცრას გაიკეთებთ, ის კიდევ უნდა გაიმეოროთ 1,2 და 12 თვის შემდეგ. შეძელით თუ არა თავის დაცვა, ამის შემოწმება საჭიროა 6 თვეში ან უფრო ადრე, თუ საეჭვო სიმპტომები გამოგივლინდათ. B ჰეპატიტის საინკუბაციო პერიოდი დაახლოებით 45-180 დღეს გრძელდება.

! ჩვეულებრივ, B ჰეპატიტი თავად გადის. დაავადება ორ სტადიად იყოფა: მწვავე და ქრონიკული. 95%-ზე მეტი ზრდასრულის ორგანიზმი ვირუსს დამოუკიდებლად უმკლავდება და დაავადება არ გადადის ქრონიკულ ფორმაში. B ჰეპატიტის სპეციალური მკურნალობა არ არსებობს. სამედიცინო დახმარება ძირითადად მიმართულია იმისკენ, რომ პაციენტს დისკომფორტი არ ჰქონდეს.

ქრონიკული B ჰეპატიტის სამკურნალოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პაციენტებს ურჩევს ტენოფოვირის ან ენტეკავირის გამოყენებას.

imedinews.ge

კომენტარები

რუსკა ტალიაშვილი

კომენტარის დამატება