დღის ამბები საზოგადოება ცნობილი ადამიანები

,,ალბათ შეშინებულია ბიძინას პარტია ჩვენი ახალი პარტიის შექმნით.”- ნატა გულიაშვილი ფეისბუქის პრობლემას ბიძინა ივანიშვილის ტროლებს აბრალებს

მსახიობი და პიარ მენეჯერი ნატა გულიაშვილი გამოირჩევა თავისი თამამი ნაბიჯებით, ამჟამად იგი პოლიტიკოსად გვევლინება.
ის თაკო ჩარკვიანის პარტიის „კანონი და სამართალის“ პრეზენტაციაზე გუშინ გამოჩნდა და საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.  ამასთან დაკავშირებით თაკომ ცოტახნისწინ პოსტიც გამოაქვეყნა.
ნატა გულიაშვილის თქმით ორი დღეა მასზე დისკრედიტაცია მიდის და საუკეთესო მეგობარიც კი დაკარგა.
,,რეიტინგთან ” ინტერვიუს დროს მან ისაუბრა საკუთარ გადაწყვეტილებასა და სამომავლო გეგმებზე.

,,პოლიტიკა ყოველთვის მაინტერესებდა და კარგად ვერკვეოდი კიდეც. თაკო ჩარკვიანის პარტიის იდეოლოგია ჩემთვის ძალიან მისაღებია. ზუსტად იგივე აზრი მაქვს დღევანდელ ხელისუფლებასთან მიმართებაში, რაც ქალბატონ თაკოს.
დღევანდელი ხელისუფლება არის უნიათო და აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამ ხელისუფლებას მართვა არ შეუძლია და ამიტომ უნდა დატოვონ ხელისუფლება და უნდა წავიდნენ. საშინელი კორუფციაა ქვეყანაში. შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს. კანონი ყველასათვის უზენაესი უნდა იყოს.

ორი დღეა ჩემზე მიზანმიმართული დისკრედიტაცია ამუშავდა. ეს ყველაფერი ყანდიაშვილის და სხვა გაუგებარი საიტების დამსახურებით ხდება. სულ დაგვავიწყდა, რომ რუსთაველის 12 ნომერში ყანდიაშვილის ტროლების ქარხანაა ამუშავებული. ამითი მე ვერ შემაშინებენ და ვერც ჩვენ პარტიას. ”

იგი ასევე საუბრობს საუკეთესო მეგობარზე, რომელიც ამ ნაბიჯის გამო დაკარგა, მისი თქმით მერიამ აიძულა ანრის უარი ეთქვა მასზე.
Rating

,,ალბათ შეშინებულია ბიძინას პარტია ჩვენი ახალი პარტიის შექმნით. მინდა გითხრათ, რომ მე პარტიის წევრი ვარ და ბევრ საკეთილდღეო საქმეს ვგეგმავთ, უკეთესი საქართველოს მომავლისთვის. იმ დონეზე მიდის ჩემი დისკრედიტაცია, რომ გუშინ ჩემმა ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა მსახიობმა, ანრი ბიბინეიშვილმა მომწერა, რომ ის წყვეტს ჩემთან მეგობრობას იმის გამო, რომ მე თაკოს პარტიაში გავწევრიანდი. მე და ანრის ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, ძალიან გული მწყდება, რომ ანრის აიძულებენ, ჩემთან მეგობრობა შეწყვიტოს. მაგრამ მე ანრისიც მესმის, რა ქნას, მაგათთან მუშაობს მერიაში და რასაც კახა კალაძე და ბიძინა ივანიშვილი უბრძანებს, ისიც იმას აკეთებს. მე ნამდვილად არ მოვიქცეოდი მის ადგილას ასე, მაგრამ ალბათ ბევრისთვის ფული უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მეგობარი. მე მართლა ძალიან გული მწყდება, თუ ანრი ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო დამკარგავს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის აიძულეს, რომ ამაზე წასულიყო. რა თქმა უნდა, მე არ დავტოვებ პარტიას ამის გამო, უბრალოდ, მინდა, ანრი დაფიქრდეს თავის საქციელზე.
ნამდვილად არ მოველოდი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრისგან ასეთ საქციელს, მაგრამ ალბათ სხვა გზა ანრის არ დაუტოვეს.”

 

სამეფო სკანდალი გადაფარულია: ნატა გულიაშვილის შიშით ბიძინა ივანიშვილმა "ფეისბუქს" და "ინსტაგრამს" პრობლემები შეუქმნა

გუშინ ღამით Facebook-ის არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეფერხება დაფიქსირდა, რის შედეგადად სოციალურ ქსელს მომხმარებლები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ნორმალურად ვეღარ იყენებდნენ.
ამ ფაქტს მოჰყვა   ნატა გულიაშვილის  სოციალური ქსელის გვერდზე სტატუსი და  განცხადება , რომ ამ ყველაფერში ქართველი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ხელი ურევია.

მან ასევე განაცხადა , რომ სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობს ოცნების აქტივისტების მხრიდან ამ ყველაფერს კი მისი გულშემატკივრების აღშფოთება მოჰყვა.

 

Rating

reitingi.ambebi.ge

კომენტარები

რუსკა ტალიაშვილი

კომენტარის დამატება

გამორჩეული